LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტი „საირმე” „საუკეთესო სამკურნალო სასტუმროს” ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის

sairme

კურორტისაირმემოხვდა Hospitality International Award-ის დაჯილდოვების ფინალში, ნომინაციაში: The Best Medical Hotel. კურორტი „საირმე“ ერთადერთი პრეტენდენტია საქართველოდან ამ ჯილდოს მოსაპოვებლად.

ცნობისთვის, HOSPITALITY AWARDS ერთადერთი საერთაშორისო პროფესიონალური ჯილდოა ამ ინდუსტრიაში, რომელსაც 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი. დაჯილდოების მისიაა, განავითაროს პროფესიონალური და კონკურენტული ინდუსტრია სასტუმროების მიღწევების პოპულარიზაციის გზით.

დაჯილდოებაში მონაწილეობას იღებს 21 ქვეყანა და ასობით კომპანია: პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საქართველო, სლოვაკეთი, მოლდოვა, უკრაინა, ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, მონტენეგრო, სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ალბანეთი, მაკედონია, სლოვენია, საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

ნომინაცია: „საუკეთესო სამკურნალო სასტუმროსმიზანია, გამოავლინოს კურორტი / სასტუმრო, რომლისთვისაც სტუმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამოსავალი წერტილი და უმთავრესი ამოცანაა.

დაჯილდოების გალა ცერემონია გაიმართება კიევში, უკრაინაში, 2019 წლის 24 თებერვალს;  წყარო: http://bit.ly/HospitalityAwardsSairme

მონაწილეთა სრული სია: https://hospitalityawards.international/2018/winners/finalists-2018

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები