LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ საირმესთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

76

ბაღდათის რაიონის კურორტ საირმესთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა დაიმეწყრა. გზაზე ქვა-ღორღი ჩამოწვა, რის გამოც ავტომობილებით გადაადგილება შეჩერებულია.

ბაღდათის გამგებლის, არჩილ გოქსაძეს თქმით, ადგილობრივი ძალებით გზის გაწმენდა დილიდანვე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გზა უახლოეს ხანში გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები