კურორტ გომისმთაზე ამ ზაფხულს ასვლას მხოლოდ შაბათ-კვირას და ისიც კონკრეტულ საათებში შეძლებთ. კურორტზე ახალი საავტომობილო გზა კეთდება, რის გამოც გადაადგილება შეზღუდული იქნება 2021 წლის 15 ივნისიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით. ინფორმაციას ვებგვერდი „ბათუმელები“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობითვე, ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებით შაბათს, დღის 4 საათიდან შეგეძლებათ წასვლა ღამის 11 საათამდე, ხოლო კვირას გადაადგილება დასაშვები იქნება დილის 5 საათიდან ღამის 11 საათამდე. კვირის სხვა დღეებში გომისმთაზე მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალულია.