კურორტ გოდერძიზე ორი ახალი სასტუმრო აშენდება. ამ პროექტით რეგიონში დაახლოებით 5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასტუმრო„ალიანს რეზორტი”-ს საძირკვლის მოწყობა და მიმდინარეობს პირველი სართულის მშენებლობა. პროექტი ჯამში 100 ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს.
ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისი სასტუმროების ქსელი „რამადა“ განახორციელებს. სასტუმრო 100ნომრიანი იქნება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. „ალიანს რიზორტი“ ექსპლუატაციაში 2018წელს შევა.
„ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება. საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების კომპლექსში საცურაოაუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო,საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები განთავსდება.
მშენებარე პროექტის შემდეგ მთავრობის თავმდჯომარემ ინვესტორთან ერთად კიდევ ერთ ახალ სასტუმროს მშენებლობასჩაუყარა საფუძველი. 150 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერის“ ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი „ეიფორია“განახორციელებს. პროექტით 15 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება.
3 სართულიან სასტუმროში რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვაობიექტები განთავსდება. ტერიტორიაზე 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.
აჭარის მთავარობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთადკურორტ გოდერძზე შპს „ალიანს ჯგუფის“ სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო. მთავრობის წარმომადგენლებს პროექტისდეტალებზე ინფორმაცია კომპანიის მმართველმა გია ბიწაძემ მიაწოდა.
,,აჭარაში გრძელდება აღმშენებლობის პროცესი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით გოდერძი რეზორტზე, თქვენ ხედავთ, რომ ფაქტიურად შენდება ქალაქ ქალაქში. ეს იქნება საკურორტო ქალაქი და ამ ქალაქს ექნება ხიბლი, არა მხოლოდ ზამთარის სეზონზე, არამედწელიწადის ოთხივე სეზონის განმავლობაში. არაერთი მსხვილი კომპანია დაინტერესდა აქ სასტუმროების მშენებლობით. დღესდავესწარით ერთ-ერთი მშენებლობის პრეზენტაციას და დავათვალიერეთ მშენებლობის მიმდნარეობის პროცესი. დღესვეჩავაგდეთ ე.წ. კაფსულას ახალი სასტუმროს მშენებლობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს სრულად დასრულდება შიდაგზები. გაკეთდება ახალი ბორდიურები, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, მოეწყობა მწვანე საფარი, შენდება სხვადასხვატიპის მოედნები ბავშვებისთვის. იქნება საფეხბურთო, საკალათბურთო მოედანი. ასევე საბავშვო გასართობი ცენტრი. რაც ყველამთავარია ეს იქნება საერთაშორისო დონის კურორტი. ამ კურორტის მშენებლობით, ჩვენი რეგიონის პოტენციალს გაიგებსმთელი მსოფლიო“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ კურორტზე მიმდინარე პროცესების გაცნობის შემდეგ.