LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი დღეს გაიხსნება

83

კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი დღეს გაიხსნება.  „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით, 2 ივლისს, გოდერძის ტერიტორიაზე მოეწყობა საბანაკე ტერიტორია, სადაც ტურისტები შეძლებენ დაბანაკებას როგორც საკუთარი, ასევე ადგილზე ნაქირავები კარვებით. ბანაკიდან შესაძლებელია გასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, როგორიც არის: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, გაქვავებული ტყე, ბეშუმი და სხვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს ადგილობრივი გიდების გადამზადებას, რომლებიც ტურისტებს აღნიშნულ მარშრუტებზე მოემსახურებიან.

კომპანიის ინფორმაციით, კურორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე’’ საძირკველი ჩაეყარება დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას, რომელიც 24 თვეში დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები