LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ „გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მოეწყობა

untitled-1

აჭარის მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობისთვის ინვესტორს ეძებს.

არსებული ინფორმაციით, პროექტით დაინტერესებაზე ინვესტორებთან მუშაობა მიმდინარეობს და საინტერესო წინადადების შემთხვევაში პროექტის რეალიზებაც დაიწყება.

„გოდერძიზე“ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობის მიზანია, რომ კურორტზე სეზონური ფრენები განხორციელდეს, რაზეც ტურისტების მხრიდან დიდი მოთხოვნა არსებობს.

ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისათვის საჭირო ტერიტორია უკვე შერჩეულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები