LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე საბანაკე ტერიტორია მოეწყო

205

აჭარაში, კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე საბანაკე ტერიტორია მოეწყო.

ტერიტორიაზე ტურისტებს შეუძლიათ დაბანაკდნენ როგორც საკუთარი, ასევე ადგილზე ნაქირავები კარვებით. აღნიშნული ლოკაციიდან შესაძლებელია გასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე. მათ შორიაა: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, გაქვავებული ტყე, სოფელი ბეშუმი და სხვა.

საბანკე ადგილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” მოაწყო. ამით საზაფხულო სეზონი კურორტ გოდერძიზე ოფიციალურად გაიხნა.

ამ დროისთვის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ადგილობრივ გიდებს ატრენინგებს. გადამზადებული გიდები ტურისტებს საფეხმავლო მარშრუტებზე მოემსახურებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები