LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ ბაკურიანისთვის 10 სამგზავრო ავტობუსი შეიძინეს

191
97751966-4029564940417384-6806826881241841664-n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანისთვის 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა.

ავტობუსების შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონი ევროა. ბაკურიანის ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები ახალი ავტობუსებით სარგებლობას შემოდგომიდან შეძლებენ.

სამგზავრო ავტობუსებთან ერთად, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია-განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა.

ცნობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურ პროექტს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები