LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურიერმა მუსიკალურ ფესტივალზე პიცა საფრენი კოსტიუმის გამოყენებით მიიტანა

191
355966862_245287108211108_2063331228050549202_n

Domino’s – კურიერმა მომხმარებლისთვის პიცის მისატანად ორიგინალური გზა აირჩია – მან ადამიანს, რომელიც ინგლისში ცნობილ Glastonbury-ს მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა შეკვეთა საფრენი კოსტიუმის გამოყენებით მიაწოდა. ხალხი კომპანიის ამ ნაბიჯით აღფრთოვანებული დარჩა.

მუსიკალური ფესტივალზე დამსწრეები ამბობენ, რომ „გლასტოს“ თავზე საფრენი კოსტიუმის დაშვება წარმოუდგენელი სანახაობა იყო.

“მე არასოდეს მინახავს საფრენი კოსტიუმი, მით უმეტეს, ამ ფორმით პიცის მიწოდება“, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ცნობისთვის, საფრენი კოსტიუმები მწარმოებელი კომპანია Gravity Industries-ის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს შემთხვევა მათი პროდუქციის “უჩვეულო” გამოყენებას წარმოადგენს, თუმცა იგი, შესაძლოა, ეფექტური და სწრაფი საკურიერო მომსახურების მომავალი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ Gravity Industries-ის კოსტიუმების საწყისი ფასი 483 000 აშშ დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები