LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუპრაძე: „ბოლო ორ წელში, საქართველოში 25 333 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მათგან 22 582-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.. ეს არის საფრთხე ეროვნული ინტერესებისთვის“

124
ირაკლი კუპრაძე

„საქართველოში რეგისტრირებულია 25 333 რუსული კომპანია ან ბიზნესსუბექტი, რომელიც ქვეყანაში საკუთარ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, პარტიამ ოფიციალური ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა:

„საქართველოს ეროვნული ინტერესები საფრთხეშია „ქართული ოცნების“ პრორუსული პოლიტიკის გამო. „ლელომ“ წარადგინა რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ განსახორციელებელი 9 ნაბიჯი, რომელიც რუსული ექსპანსიისგან დაგიცავთ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია, თუ რამდენი ბიზნესსუბიექტია რეგისტრირებული 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე. ეს ციფრები შემაშფოთებელია.

25 333 რუსული სუბიექტიდან, რომელიც საქმიანობს და ოპერირებს საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ იცის მათი საქმიანობის პროფილი.

25 333 რუსული სუბიექტიდან 22 582 სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. საქართველოს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ პირობებში არ სწავლობს რუსული კომპანიების და ბიზნესსუბიექტების საქმიანობას ამ ქვეყანაში. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ მათი საქმიანობა არ არის შემოწმებული შრომის ინსპექციის მიერ, საგადასახადო სამსახურების მიერ. ეს არის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე. ეს არის საფრთხე საქართველოს მოსახლეობისთვის, ეკონომიკისთვის.

ისინი არ იხდიან გადასახადებს, მათ არ აქვთ სამუშაო ნებართვები, ისინი ძარცვავენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, საქართველოს ბიუჯეტს და ისინი უთანასწორო მდგომარეობაში გაყენებენ თქვენ – საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები