LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კუპერსბერგის“ პროდუქცია სავაჭრო ქსელებშიც გაიყიდება – გერმანული ბრენდი საქართველოში ფართოვდება

1087
105904742-1620087708154520-5185584352992151224-n

საქართველოში გერმანული ბრენდი „კუპერსპერგი“ გაყიდვებს აფართოებს და მომავალი წლიდან მისი პროდუქცია სავაჭრო ქსელებშიც გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ „კუპერსპერგი“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და მას შემდეგ ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკის გაყიდვების კუთხით.

„თავდაპირველად პატარა მაღაზიით დავიწყეთ, წლიდან წლამდე ვზრდიდით როგორც ასორტიმენტს, ასევე ვაფართოებდით მაღაზიების ქსელს. „კუპერსბერგის“ ბრენდით იწარმოება სამზარეულოს ჩასაშენებელი გაზის, ელექტრო და ინდუქციური ქურები, ღუმელები, გამწოვები, მიკროტალღური ღუმელები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, მაცივრები (როგორც ჩასაშენებელი, ასევე ცალკე მდგომი), სამზარეულოს ნიჟარები და ონკანები, ასევე სარეცხი მანქანები. ჩვენს ბრენდულ მაღაზიებში შეგიძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქციის უამრავი მოდელი იხილოთ და შეიძინოთ“, – აცხადებენ „კუპერსპერგის“ საქართველოს წარმომადგენლობაში.

მათივე ცნობით, „კუპერსბერგი“ თავის პროდუქციას აწარმოებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, პოლონეთი), ასევე – თურქეთში, კორეასა და ჩინეთში. საქართველოში პროდუქციის იმპორტი ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან ხდება.

„კუპერსბერგის” პროდუქციის შეძენა შესაძლებელია თბილისში, ამავე კომპანიის ბრენდ-შოპებში: აღმაშენებლის ხეივანი 1-ლი კმ. და სავაჭრო ცენტრ „მეგალაინში“. ასევე, საკმაოდ დიდი ნაწილი „კუპერსპერგის“ ტექნიკისა წარმოდგენილია „მეტრომარტის“ სავაჭრო ქსელში.

„ბაზარზე არსებული კონკურენტებიდან „კუპერსბერგი“ პირველ რიგში გამოირჩევა საუკეთესო ხარისხით. ასევე, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ 3 წლიან გარანტიას. გვაქვს საკუთარი სერვისცერნტრი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის კითხვით მოგვმართოს. აქვე მოგახსენებთ, რომ 2020 წლის 07-25 სექტემბერ,ს ჩვენი ქოლცენტრის მეშვეობით დავურეკეთ და გამოვკითხეთ 1805 ჩვენი მომხმარებელი. კითხვა იყო სულ ორი: 1) რამდენად კმაყოფილი ხართ ჩვენი პროდუქციით და 2) მიგიმართავთ, თუ არა ჩვენი სერვისცენტრისთვის. პასუხებმა მოლოდინს გადააჭარბა: 76,84% ჩვენი მომხმარებელისა კმაყოფილია „კუპერსბერგის“ პროდუქციით, მხოლოდ 4,04 %-ია უკმაყოფილო, ხოლო შესაბამისად, 7,65% ნაწილობრივ კმაყოფილია, 11,47%-მა კი თავი შეიკავა შეფასებისგან. რაც შეეხება სერვისცენტრის მიმართვას: 72,41%-ს საერთოდ არ უსარგებლია ჩვენი სერვისით, რაც იმას ნიშნავს რომ პროდუქცია გამართულად მუშაობს; 14,17%-მა ისარგებლა, ხოლო დაახლოებით 13%-მა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან. ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ხარისხის მაჩვენებლით „კუპერსბერგს“ ლიდერი პოზიცია უკავია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2021 წლიდან ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის სავაჭრო ქსელებში აქტიურად შეტანას. ეს საშუალებას მოგვცემს, მეტად გავზადროთ გაყიდვები. საქართველოში უკვე იკვეთება ტენდენცია სავაჭრო ცენტრებისა და ქსელების განვითარების კუთხით და ეს გასაგებიცაა: მომხმარებელს ურჩევნია ერთ სივრცეში მივიდეს პროდუქტის ასარჩევად, ვიდრე სხვადასხვა საცალო მაღაზიებში იაროს. ეს ზოგავს მის დროსაც და ენერგიასაც. პროდუქციის გამყიდვლებისთვისაც უკეთესია ერთ სივრცეში მოქცეულ კონკურენტულ გარემოში ყოფნა“, – აცხადებენ „კუპერსპერგში“.

კომპანიაში მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც აფასებენ და ამბობენ, რომ COVID-19-მა გარკვეული გავლენა იქონია „კუპერსპერგზეც”. „ორი თვის განმავლობაში ჩვენი მაღაზიები დაკეტილი იყო, თუმცა, ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული ვითარება, შევინარჩუნეთ კადრები და შეძლებისდაგვარად ვუხდიდით ხელფასსაც. მაისის შუა რიცხვებში ისევ გავიხსენით და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაყიდვების მხრივ კლებას არ განვიცდით, პირიქით, რაღაც გარკვეულ პოზიციებში მატებაც კი გვაქვს“, – განმარტავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, „კუპერსბერგი“ ზედიზედ ორჯერ, 2017 და 2018 წლებში გახდა „გოლდენ ბრენდის“ უმაღლესი ჯილდოს მფლობელი, საქართველოში სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკის სეგმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები