ლოზუნგით: „მამაკაცებისთვის შესვლა აკრძალულია!“ 2018 წლის ზაფხულში ფინეთში კუნძულ-კურორტი SuperShe Island მოეწყობა მხოლოდ ქალბატონებისთვის.
იდეის ავტორი ბიზნეს ქალბატონი კრისტინა როტია, რომელსაც მართალია, არაფერი აქვს მამაკაცების საწინააღმდეგო, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ფემინისტური კურორტის მოწყობა, სადაც ქალბატონები, ნაკლებად იფიქრებენ საკუთარ გარეგნობაზე და მხოლოდ მშვიდ გარემოში დასვენებაზე ან პირიქით პროდუქტიულ მუშაობაზე იზრუნებენ. „სიმპათიური მამაკაცის კომპანიაში ქალბატონებს მხოლოდ გარეგნობა ადარდებთ, ჩვენს კურორტზე კი, ისინი მთელ დროს საკუთარ შინაგან სამყაროსა და სურვილებზე კონცენტრირებას დაუთმობენ“, – აღნიშნა როტმა.
კურორტზე, რომელიც ფინეთის ტერიტორიაზე, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებთან ახლოს, პატარა კუნძულზე მოეწყობა, ნებისმიერი მსურველი შეძლებს დასვენებას. სხვათა შორის, ორიგინალური კურორტის მოწყობაში მამაკაციც – არქიპელაგის სხვა კუნძულების მფლობელი კრისტინას საქმროც მიიღებს მონაწილეობას.
საკუთარ მისიად ქალბატონი როტი წარმატებული საქმიანი ქალების გაერთიანებას გეგმავს, რაც მისი აზრით სუსტი სქესის წარმომადგენელთა ინტელექტუალურ განვითარებას და შრომისუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს მთელ მსოფლიოში.