LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუნძული ბალი ტურისტებს ამორალურ ქცევას აღარ აპატიებს

126
IMG-20230221-WA0015_1

ინდონეზიის ხელისუფლებამ ტურისტებს ქვეყნის ყველა წესისა და კანონის დაცვა მოსთხოვა – წინააღმდეგ შემთხვევაში კი დეპორტაციით დაემუქრა. ახალი ზომები ტურიზმის და კრეატიული ეკონომიკის მინისტრმა დააანონსა.

ჩინოვნიკის თქმით, სამინისტრო ტურისტებს დეტალურად აუხსნის თუ რისი კეთება შეიძლება და რისი არა. მნიშვნელოვანია რელიგიური და მორალური ნორმების დაცვა, მხარდაჭერა, ისევე როგორც ტრადიციების, კულტურის და ცხოვრებისეული ღირებულებების პატივისცემა. სამინისტრო აზუსტებს, რომ ეს შეეხება ქუჩაში ქცევასა თუ დამსვენებელთა ვიზუალს.

ბალიზე არსებული სტერეოტიპები უნდა გაქრეს, ეს არ არის ადგილი, სადაც ტურისტებს ისე შეუძლიათ ქცევა როგორც მოესურვებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები