ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკას ეხმიანება.
კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ვაქცინების ეფექტიანობაზეც წერს და აღნიშნავს, რომ დღეს, მინიმუმ, 72 თანამემამულის სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო:
“2021 წლის 15 მარტიდან 1 ოქტომბრამდე საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა:
5 469 აუცრელი ადამიანი;
57 ვაქცინირებული ადამიანი.
ვაქცინების ჯამური ეფექტიანობა: 60 წლამდე – 99%, ხოლო 60 წლის ზემოთ 97%.
2021 წლის 7 ნოემბერს კოვიდით გარდაიცვალა 74 ადამიანი.
ჩვენ შეგვეძლო დღეს გადაგვერჩინა მინიმუმ 72 ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე!’ – წერს კულუმბეგოვი “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ დღის კოვიდსტატისტიკას: გარდაიცვალა 74 ადამიანი, დაინფიცირდა 2 191 პირი, გამოჯანმრთელდა 4 348 პაციენტი.
7 ნოემბერს 1 204 ადამიანი აიცრა.