LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულუმბეგოვი: სავალდებულო ვაქცინაცია დაგვიანებულია… ვინც ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს, აცრისგან თავის დაღწევის უფლება არ უნდა ჰქონდეს

180
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაცია უკვე დაგვიანებულია, თუმცა მიუხედავად ამ მოსაზრებისა, იმუნოლოგი იმასაც ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, აცრა გვიანი არასოდესაა.

ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოხელეები, პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი და ყველა ის პირი, ვინც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, ვაქცინაციისგან თავის დაღწევის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ ყველა დღე, როცა ვაქცინაციის ნიშნულს ავწევთ, რომელიც განსხვავებით აგვისტო-სექტემბრისა ახლა ძალიან ქვემოთ არის ჩამოსული, რასაკვირველია, ეს ითარგმნება პირდაპირ გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლეში.

პედაგოგების სავალდებულო ვაქცინაციას მხარს ვუჭერ: ამირან გამყრელიძე

ამიტომ, პედაგოგები იქნება ეს თუ სახელმწიფო მოხელეები, თუ ყველა, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს და სამედიცინო პერსონალი, რასაკვირველია, მანდატორული ვაქცინაცია, თუ ადამიანს ახლა აქვს დროებითი გადავადების უკუჩვენება, ეს შეიძლება იყოს რამე მწვავე დაავადება, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ ექნება ექიმის ჩანაწერი, ან სხვა რაიმე უიშვიათესი უკუჩვენება – ალერგენები, რომლებიც შემავალია ვაქცინაში, თუ მის მიმართ აქვს ადამიანს ანაფილაქსია, სულ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს, ზოგი დროებითია და მუდმივი არის თითზე ჩამოსათვლელი, სხვა შემთხვევაში ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება ვაქცინაციისგან თავის დაღწევის, ან ალტერნატივა უნდა იყოს რასაკვირველია ინტენსიური ტესტირების რეჟიმი.

სხვანაირად, ეს რაც უფრო დაგვიანდება, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკან-უკან წავა,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ცერცვაძე: რატომ უწყობს ეს ხალხი საბოტაჟს თავის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, გაუგებარია – ასაცრელად პრაქტიკულად აღარ მოდიან