LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურული ტრადიციები თუ გაუგებრობა: ირანში ქალებს ფრენბურთი არ აჩვენეს

54

ირანში პლაჟის ფრენბურთის მატჩზე ქალი გულშემატკივრები არ შეუშვეს. ირანის ფრენბურთის ფედერაციამ ეს ამბავი კულტურული ტრადიციებით ახსნა.

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ განაცხადა, რომ ირანში ქალებმა მსოფლიო ტურზე დასწრება ვერ შეძლეს.

”გაუგებრობა წარმოიშვა, რაც უსაფრთხოების საკითხებთან იყო კავშირში”, – განაცხადა ფედერაციის წარმომადგენელმა რიჩარდ ბეიკერმა და დასძინა, რომ ქალებს თამაშის ყურება კაფედან, მთავარ კორტზე ხედით შეეძლოთ.
მისი განცხადებით, ირანის ფრენბურთის ფედერაციას მხოლოდ საუკეთესო მიზნები ჰქონდა, თუმცა, არსებობს განსაზღვრული კულტურული ტრადიციები.

საერთაშორისო ფედერაციამ (FIVB) ირანის მხარეს მსოფლიო ტურის ეტაპის ჩატარების ნებართვა კუნძულ კიშზე მისცა და ერთ-ერთი პირობა ქალებისთვის შეჯიბრის ყურების ნებართვა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები