თბილისის ძველ უბნებში უკვე წლებია, მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ავარიულ სახლში ცხოვრობს. ნგრევის პირას მისული სახლების შეკეთებას მეპატრონეები ვერ ახერხებენ, რადგან შენობების უმეტეს ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.
ახოსპირელის ქუჩა სოლოლაკში – ლამაზი, წინა საუკუნის სახლებითა და თითქმის უკაცრიელი. ჩამონგრეული აივნები და სადარბაზოები, დაბზარული კედლები, ჩამოშლილი ჩუქურთმები, ბალახიანი ეზოები. ქუჩის მცხოვრებთა, ალბათ, ნახევარი უკვე საკუთარ სახლში აღარ ცხოვრობს. იქვე მდგარი დანგრეული ეკლესიის სახურავზე ხეებია ამოსული და ძნელი მისახვედრი არ არის, მიუხედაობის შემთხვევაში, რომ ყველა ნაგებობა ამ ბედს გაიზიარებს.