LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაყოფას კენჭი დღეს უნდა უყარონ

63
პარლამენტი

პარლამენტის დეპუტატებმა, დღეს, მეორე მოსმენით, კენჭი უნდა უყარონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოყოფის საკითხს. სტრუქტურული ცვლილება, მმართველი გუნდის მიერ “მცირე მთავრობის” კონცეფციითა და მოქნილი, ოპერატიული და ეფექტური სამთავრობო ინსტიტუტების საჭიროებებით იხსნება.

 

კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში შევა ასევე ახალგაზრდობის სააგენტოც, რომელიც ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით ფუნქციონირებს.

ვინ დაიკავებს ახალი სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობას, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთ კანდიდატად თეა წულუკიანი სახელდება.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ მოხდება ორი სამინისტროს ჩამოყალიბება.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ეს ხელს შეუწყობს რეფორმების სწრაფად ჩამოყალიბებას.