Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი ინიშნება: მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე გაიმართა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი ინიშნება: მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე გაიმართა

202
ტეა წ

ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თებერვალში ქვეყანას 11 მინისტრის ნაცვლად 12  მინისტრი ეყოლებოდა.

გახარიამ განაცხადა,რომ  საქართველოს  კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფოდა.

მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ მინისტრის სავარძელს თეა წულუკიანს ჩააბარებდნენ. თუმცა სახელდებოდა მეორე კანდიდატურაც, ელისო ბოლქვაძე…

[related_news id=”444682″ align=”left”]

გავრცელებული ინფორმაციით, მე-12 მინისტრის ვინაობა უკვე გადაწყვეტილია. თეა წულუკიანს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ჩააბარებენ.

ამ გადაწყვეტილებით პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ამჟამინდელი თავმჯდომარე თეა წულუკიანი მინისტრის რანგში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები უკვე შედგა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაყოფისშემდეგ ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე კვლავ მიხეილ ჩხენკელი დარჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები