„არის თუ არა რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო?“ – ტელეკომპანია „ფორმულას“ აღნიშნულ კითხვაზე „ ქართული ოცნების“ დეპუტატი ელისო ბოლქვაძე პასუხს არ აფიქსირებს. მისი განმარტებით, ის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა და „კულტურაზე უნდა ჰკითხონ“.
„მე ასეთ შეკითხვას…დერეფანში გინდათ რომ დამისვათ? ნახვამდის, გასაგებია?! მე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვარ და კულტურაზე მკითხეთ, კი ბატონო. თქვენ პროვოკაციებს მე არ წამოვეგები. მობრძანდით კაბინეტში და მაშინ შეიძლება განვიხილოთ. წინასწარ შემითანხმდით. თქვენი კითხვა შეინახეთ თქვენთვის“, – აცხადებს ბოლქვაძე.
ცნობისათვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას ითვალისწინებს.
ღუდუშაური: ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება
ლევან იოსელიანის თქმით, რუსეთის საწინააღმდეგო რეზოლუციაზე მისი ხმა “ტექნიკურად არ დაფიქსირდა”