LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულა ტყემალს, რომელშიც საღებავი აღმოაჩინეს, საქართველოში აღარ გაყიდის

1394
juka

კომპანია ,,კულა’’ გაუგებრობას უწოდებს ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  წითელ „კლასიკურ“ ტყემალში აღმოჩენილია არასაკვები საღებავი.

ამის მიუხედავად კომპანიამ სავაჭრო ქსელიდან დღეს ამ პროდუქტის ამოღება გადაწყვიტა.

„კულა“ Facebook-ის გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: 

კულა, სუპრემო, მარნეული და სხვა ბრენდები, სადაც არასაკვები საღებავები აღმოჩნდა - კვლევა

მათი სისტემატური მიღება ხელს უწყობს ან სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. 

„ჩვენ ყველა ჩვენს პროდუქტს ადგილობრივი ნედლეულით ვამზადებთ და არანაირ საღებავს არ ვიყენებთ. ჩვენი ნედლეულით მომარაგების სამსახური, მიკრობიოლოგიური და ქიმიური ლაბორატორიები მკაცრად აკონტროლებენ ხარისხს. კვლევისას ჩვენი ორი პროდუქტი შემოწმდა. წითელ ტყემალში აღმოჩნდა (ისიც ძალიან ცოტა რაოდენობით) და წითელ აჯიკაში არ აღმოჩნდა საღებავი, რაც ბადებს ეჭვს. აჯიკაში მეტი სუნელი და მწარე წიწაკაა შემადგენლობაში და ლოგიკურად საღებავი აჯიკაში მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ტყემალში. კვლევის შედეგებით კი აჯიკაში საღებავი არ არის აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი რომ, კვლევის შედეგები არის არასწორი.

ჩვენ მივესალმებით ,,სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’’ ინიციატივას და მოხარულები ვიქნებით, რომ ხშირად ჩატარდეს სხვადასხვა პროდუქტის შემოწმება და მიკერძოების გარეშე მომხმარებელმა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.

ჩვენ ჩვენს პროდუქციას და ძირითადად ტყემლებს, 25-ზე მეტ ქვეყანაში ვაგზავნით (ისეთები როგორიცაა კანადა, აშშ, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ისრაელი, დსთ-ს ქვეყნები და აშ) და ჯერ არ მიგვიღია არცერთი პრეტენზია“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„რაც შეეხება აღნიშნული ტყემლის სახეობას (წითელი კლასიკური) კომპანია ,,კულამ“ მიიღო გადაწყვეტილება ყველა სუპერმარკეტიდან გამოიტანოს წითელი კლასიკური ტყემალი და მთლიანად 2019 წლის 15 აგვისტომდე წარმოებული ტყემალი 100 პროცენტით გაყიდოს ექსპორტზე, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, აშშ, ისრაელი და ა შ. ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ რომ ჩვენი პროდუქტი უვნებელია.

რაც შეეხება საქართველოს მომხმარებლებს, ჩვენ განვახორციელებთ 2019 წლის 1 სექტემბრამდე დამატებით გამოკვლევებს, ხელახლა გადავხედავთ ჩვენს ყველა მომწოდებელს, განვახორციელებთ დამატებით კვლევებს და ანალიზებს და 2019 წლის 1 სექტემბრიდან ქსელში დავაბრუნებთ ახლად წარმოებულ წითელ კლასიკურ ტყემალს.

ასევე გვინდა გაცნობოთ, რომ დღეიდან საწარმოში შემოწმებაზე შემოვიდა სურსათის ეროვნული სააგენტო. მათ მიერ ჩატარებული მოკვლევის და შემოწმების შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 15 აგვისტოს  Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა.

არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები