Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კუჭავა: სამწუხაროა რომ ასეთი რაღაც დამემართა, როგორც ვხვდები, ჯარიმის გადახდაც მომიწევს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუჭავა: სამწუხაროა რომ ასეთი რაღაც დამემართა, როგორც ვხვდები, ჯარიმის გადახდაც მომიწევს

201
ყრ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” ლოგოიანი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო. მან მომხდარს სამწუხარო უწოდა და აღიარა, რომ საარჩევნო წესი დაარღვია.

ცესკო: პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია

“ეს იყო მექანიკური შეცდომა, უცებ მანქანიდან რომ გადმოხვალ და პირბადეს გაიკეთებ. რა თქმა უნდა, ეს დარღვევა არის. ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და როგორც ვხვდები, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. დილით, პირველი ამომრჩეველი ვიყავი და პირბადე მანქანაში რაც იყო, გავიკეთე. სამწუხაროა რომ ასეთი რაღაც დამემართა. ფაქტია, რომ დარღვევა არის, ამას არ ჭირდება ორი აზრი და მეც მომიწევს პასუხის გაცემა”, – აცხადებს კუჭავა.

ცესკოს შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ აგიტაციის წესი დაარღვია. მათივე თქმით, კუჭავას მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები