სამშენებლო და სარემონტო მასალების მარკეტი ” კუბიკი” სავაჭრო ცენტრის გაფართოებასა და ადგილობრივი წარმოების დაწყებას გეგმავს.
როგორც ”ფორტუნას” მარკეტის დირექტორმა, ლევან ყურმაშვილმა განუცხადა, კომპანიას გააჩნია სტრატეგიული მიზნები და მათ სამომავლოდ განახორციელებს.
როგორც ყურმაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მარკეტში წარმოდგენილია 70 000 – მდე დასახელების პროდუქცია ( საღებავი, გათბობის სისტემა, კერმიკული ფილა, საშხაპე სისტემები, ონკანები, ლამინატის იატაკი, შპალერი, კარები, ელექტრო ხელსაწყოები და სხვა მრავალი სარემონტო მასალა). ამასთან, კომპანიამ დაიწყო იმპორტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან – ესპანეთი, იტალია, პოლონეთი და გერმანი, ასევე იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან , თურქეთიდან და ირანიდან .
”რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, “კუბუკი”-ს ფასები არის მორგებული მხოლოდ მომხმარებლის შესაძლებლობასა და მოთხოვნებზე. შესაბამისად, ჩვენთან ფასები ყველაზე დაბალია ანალოგიურ მარკეტებთან შედარებით, რაშიც მომხმარებელს თავად შეუძლია დარწმუნდეს”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ”კუბიკში” 100- მდე ადამიანია დასაქმებული.
ცნობისთვის, სამშენებლო და სარემონტო მასალების მარკეტი “კუბიკი” გაიხსნა 2010 წელს, “ისნის სავაჭრო ცენტრი”-ს სახელით და 2016 წლამდე ფუნქციონირებდა. 2016 წელს კომპანიაში განხორციელდა რებრენდინგი და მას შემდეგ ოპერირებს როგორც სამშენებლო და სარემონტო მასალების მარკეტი ” კუბიკი”. მარკეტი განთავსებული ისნის ბაზრობის ყოფილ ტერიტორიაზე, შოურუმი წარმოადგენს 2000 მ2, სასაწყობე ფართი კი – 8000 მ2. კომპანია ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ოპერირებს, თუმცა, სხვადასხვა დიდ ქალაქში რეგიონალური დილერები ჰყავს.