კუბაზე საშობაო ფოიერვერკების ფესტივალზე მომხდარი აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ Express-ი წერს.
შემთხვევა ქალაქ რემედიოსში მოხდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქება ფოიერვერკებით სავსე ტომარებში ნაპერწკლის მოხვედრამ გამოიწვია. ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
ტრადიციული ფესტივალი „ლას პარანდასი“ კუბაზე 1820 წლიდან იმართება.