კუბაზე 68 წლის ასაკში ფიდელ კასტროს უფროსი შვილი დაიღუპა. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით, რამდენიმეთვიანი დეპრესიის შემდეგ დაასრულა.
მედიის ცნობით, კუბელი რევოლუციონერის შვილმა, რომელიც მამასთან მსგავსები გამო, „ფიდელიტოს“ სახელით იყო ცნობილი, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, გარკვეული პერიოდი საავადმყოფოშიც გაატარა.
ის პროფესიით ბირთვული ფიზიკოსი იყო და განათლება საბჭოთა კავშირში ჰქონდა მიღებული.