“ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე 35 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, საავამდყოფოში კიდევ 5 შესაძლო ინფიცირებულია მოთავსებული, რომელთაც ტემპერატურა აღენიშნებათ, თუმცა საეჭვო ეპიდემიოლოგიური ისტორია არ აქვთ.
“ახალი პაციენტი გუშინ არ მიგვიღია. ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, დასტაბილურებულია და უკვე პროგნოზე ლაპარაკიც შეგვიძლია. ალბათ მალე ამ პაციენტის გაწერაზეც ვისაურებთ. გვყავს ორი პაციენტი მძიმე პნევმონით. მათთან დაავადება გარკვეულწილად პროგრესირებს, რამდეიმე დღეა სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთასებული პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.