LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით გამოიკვეთა მხარეთა პოზიციების დაახლოება…” – ჩავუშოღლუ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე

375
BeFunky-collage

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციების დაახლოება მოხდა. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ Hurriyet -თან ინტერვიუში ისაუბრა.

„კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით გამოიკვეთა მხარეთა პოზიციების დაახლოება. როგორც ჩვენ ვხედავთ, მათი პოზიციები პირველ ოთხ პუნქტში თითქმის თანხვედრაშია. ზოგიერთ საკითხი ხელმძღვანელების დონეზე არის გადასაწყვეტი“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინისა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:

„ისინი ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავენ. მათ შეხვედრასთან დაკავშირებით უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვთ“, –  განაცხადა ჩავუშოღლუმ.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები