პოპულარული რუსი მომღერალი კრისტინა ორბაკაიტე მაიამიში ოჯახთან, მეუღლე მიხაილ ზემცოვთან და ქალიშვილ კლავდიასთან ერთად ისვენებს და თანაც, როგორც ჩანს, საკმაოდ ხალისიანადაც.
ერთ-ერთ საღამოს მოსიყვარულე ოჯახი მაიამის ქუჩებში სასეირნოდ გავიდა, სადაც ისინი ქუჩის მუსიკოსებს შეხვდნენ. მათ მიერ შემოთავაზებული ჰანგები, იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა მომღერლისთვის, რომ მან ვერ შეძლო თავის შეკავება და გამვლელებს საინტერესო საცეკვაო ნომერი შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ საყვარელ დედას პარტნიორობა პატარა კლაუდიამ გაუწია, რომელიც საკმაოდ კარგად ცეკვავს. ამასთანავე მომღერლის გულშემატკირები აღნიშნავენ, რომ პატარა კლაუდია შეცვლილი და გაზრდილია…