ორშაბათი ყველასათვის დატვირთული დღეა, თუმცა, 39 წლის პოპ-მომღერალმა, კრისტინა აგილერამ სამუშაო კვირა განტვირთვით დაიწყო. ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ პიკანტური ფოტოების სერია გაავრცელა. ის ლოს-ანჯელესის სახლის აუზში ნებივრობს. კრისტინას სხეულზე მომდგარი თეთრი კაბა და დიდი ზომის ქუდი ამშვენებს.
„ჯანმრთელობას გისურვეთ, კომენტარებში თქვენი საყვარელი ზაფხულის სმაილი დაწერეთ“, – ასე დაასათაურა აგილერამ ფოტოები.
სხვათა შორის, ვარსკვლავმა წელს მოგზაურობა უკვე მოასწრო, მომღერალმა დასვენების დღეები ოჯახთან ერთად ბუნებაში, „ბორბლებიან სახლში“ გაატარა.
ფოტო: კრისტინა აგილერა დასვენების დღეებს ოჯახთან ერთად „ბორბლებიან სახლში“ ატარებს
„ცოტა ხნით ბუნებაში გავიპარეთ“, - ასე დაასათაურა აგილერამ ფოტო, რომელზეც 12 წლის ვაჟათან ერთად, ტრაილერში პოზირებს.