კრისტიანო რონალდოს უფროსი ვაჟი, კრისტიანო რონალდო-უმცროსი, რომელიც ტურინის “იუვენტუსის” 9-წლამდელთა გუნდში თამაშობს, არარეალურ ფორმაშია. უმცროსმა კრისტიანომ გუნდის რიგებში ჩატარებულ 28 შეხვედრაში უკვე 58 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ბუნებრივია, უფროსი რონალდო შვილის წარმატებით აღტაცებულია. კრისტიანოს განცხადებით, მას ძალიან გაუხარდება, თუ კრისტიანო უმცროსი მომავალში პროფესიონალი ფეხბურთელი გახდება, თუმცა თუ ბიჭუნა სხვა პროფესიას აირჩევს, იგი შვილის არჩევანს პატივს სცემს.
„მას უნდა მომავალში ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი იყოს. ეს ადვილი არ იქნება, თუმცა ვინ იცის…“ – განაცხადა რონალდომ.