მეგი ჯილენჰოლი მეორე სარეჟისორო პროექტზე მუშაობს. ცნობილი გახდა, რომ 46 წლის მსახიობი და ახლა უკვე რეჟისორი, ფილმს ფრანკენშტაინის მონსტრის საცოლეზე იღებს.
The Bride! – კინოსურათი ამ სახელწოდებით, 1935 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ჰორორის – Bride of Frankenstein რიმეიქი იქნება.
ახლახან, ახალბედა ფილმმეიკერმა, ,,პატარძლის” გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები თავად გამოაქვეყნა.
ცნობილი გახდა, რომ ფილმში ფრანკენშტაინის მონსტრს, კრისტიან ბეილი განასახიერებს. 50 წლის ინგლისელი მსახიობს პარტნიორობას, 34 წლის ირლანდიელი კოლეგა – ჯესი ბაკლი გაუწევს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ჯილენჰოლის სადებიუტო ფილმშიც – The Lost Daughter ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.
The Bride! ეკრანებზე 2025 წლის 3 ოქტომბერს გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თემატურ პროექტზე მუშაობის შესახებ, გილერმო დელ ტორომაც განაცხადა.
ჯეიკობ ელორდი გილერმო დელტოროს ახალ ფილმში ფრანკენშტაინის მონსტრს განასახიერებს