კრისტი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ადამიანებს მხოლოდ მაშინ უნდა დაეხმარო, როდესაც ისინი თავად გთხოვენ შველას:
„რამდენჯერმე მქონია შემთხვევა, მაღაზიაში ბებო დამინახავს და მოკრძალებულად მიკითხავს, შეიძლება, მე დაგპატიჟოთ-მეთქი? ორჯერ გამიმართლა – ძალიან გაუხარდათ და უამრავი მადლობა გადამიხადეს, მაგრამ ერთხელ ერთი ბებოს უკან ვიდექი და ვთქვი, მინდა, ბებოს დავეხმარო და მის ნაცვლად გადავიხდი-მეთქი. იმ ქალმა ისე გამომლანძღა, რომ მას შემდეგ ასე აღარ მოვქცეულვარ. მივხვდი, რომ ყველას არ უნდა გაუკეთო, შენი აზრით, სიკეთე. ჩემთვის ეს გაკვეთილი იყო – თუ გთხოვენ, გააკეთე, საკუთარი ინიციატივით – არა…“
კრისტი ყიფშიძე ყოფილი მეუღლის ცოლს დაუმეგობრდა: „მე და ენის ბევრი საერთო გვაქვს…“
ვიდეო: კრისტი ყიფშიძის მორიგი გამოჩენა ჩვენებაზე, რომლის შემდეგაც მას პოდიუმის დედოფალი უწოდეს
კრისტი ყიფშიძე მისი ყოფილი მეუღლის ცოლთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს