LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტმა ფილმში კოკო შანელის როლი შეასრულა (ფოტო/ვიდეო)

106

Chanel Metiers d’Art-ის ჩვენებამდე 1 თვით ადრე კარლ ლაგერფელდი მინი-ფილმზე მუშაობს. შანელის ჩვენება 1 დეკემბერს რომში გაიმართება და სწრედ იქ იქნება ნაჩვენები დიზაინერის მინი-ფილმი „ერთხელ და სამუდამოდ“, სადაც კოკო შანელის როლს კრისტენ სტიაურტი ასრულებს. ლაგერფელდის მუზა ფილმში მსახიობს განასახიერებს, რომელიც ლეგენდარული კოკოს როლისთვის იბრძვის.

„კრისტენისგან ძალიან ადვილია კოკოს შექმნა. მე მინდოდა კოკო მეჩვენებინა ისეთი, როგორიც ის იყო ათწლეულების მანძილზე და ასევე მოვყვე მის დაბრუნებაზე მოდაში“-ამბობს კარლ ლაგერფელდი. გარდა ამისა, ფილმში ლაურა ბრაუნი Harper’s Bazaar-ის ჟურნალისტის როლს ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები