LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტისა და ენი კლარკის რომანი ოფიციალურად დადასტურდა (ფოტო)

170

ცოტა ხნის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობი კრისტენ სტიუარტი მუსიკოს ენი კლარკს ხვდება, რომელიც St. Vincent-ის ფსევდონიმითაა ცნობილი. ამ დრომდე კლარკი კარა დელევინის შეყვარებული იყო. კრისტენ სტიაურტს კი რომანი ჰქონდა თავის ასისტენტთან, ალისია ქარგაილთან.

კრისტეს სტიუარტისა და ენი კლარკის რომანზე მაშინ ალაპარაკდნენ, როცა გოგონები რამდენჯერმე ერთად  შენიშნეს. ამჯერად კი შეყვარებულების გადაღება უკვე ბევრად ინტიმურ გარემოში მოხერხდა. პაპარაცებმა წყვილი ჯერ რესტორანთან, რომანტიკული ვახშმის შემდეგ დააფიქსირეს, მოგვიანებით კი კოცნის დროს. ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას გოგონებს ახლდა ვიქტორია სეკრეტის მოდელი სტელა მაქსველი, რომელიც ადრე მაილი საირუსს ხვდებოდა. გოგონებმა სადილობის შემდეგ კინოთეატრში გადაინაცვლეს, სადაც ერთად ნახეს კრისტენ სტიუარტის ახალი ფილმი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები