LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტი შეყვარებულ გოგონასთან უზომოდ ბედნიერია (ფოტო)

1046

კანის კინოფესტივალიდან ცნობილი გახდა, რომ კრისტენ სტიუარტი ყოფილ შეყვარებულს, ალისია კარგაილს შეურიგდა. წყვილი ერთად გამოჩნდა კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე. მიუხედავად იმისა, რომ სტიუარტი ცოტა ხნის წინ დაშორდა მუსიკოს სოკოს, ის უბედნიერესი ჩანდა შეყვარებულის გარემოცვაში.

გოგონები ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ ლოს-ანჯელესის აეროპორტში და მაშინვე დატოვეს ტერიტორია. მუდამ ცუდ ხასიათზე მყოფი კრისტენი ამჯერად ფანტასტიკურ განწყობაზე იყო და საყვარელ გოგონასთან ერთად ბედნიერიც ჩანდა. გოგონები გასული წლის ოქტომბერში დაშორდნენ. იქამდე კი ორი წლის მანძილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ალისია კარგაილი კრისტენ სტიუარტის პირად თანაშემწედ მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები