LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტენ სტიუარტი „შანელის” სახლის ექსკურსიამძღოლი გახდა

161

მას შემდეგ, რაც არომატ „შანელის” სახე გახდა, მსახიობი კრისტენ სტიუარტი ბრიტანული Harper’s Bazaar-ის სექტემბრის ნომრის გარეკანზეც გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ გადაღებების ლოკაცია შანელის პარიზის სახლი იყო, რომელიც ერთგვარ მუზეუმადაც მიიჩნევა.

ჟურნალის მკითხველი ახალ ნომერში კრისტენს „შანელის“ სახლის გიდის რანგში იხილავს.

ვიდეოს სრული ვერსია, ბუნებრივია, ნომრის გამოსვლის შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა სტიუარტის, როგორც ექსკურსიამძღოლის შეფასება, ახლაც არის შესაძლებელი – გამოცემის „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე მცირე თიზერი უკვე გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები