LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრისი ჩემი პირველი სექსუალური პარტნიორი იყო“ – 74 წლის სიუზან სარანდონი მეუღლეზე პირველად ალაპარაკდა

462
page

74 წლის ლეგენდარული მსახიობი, სიუზან სარანდონი პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ონლაინ გადაცემაში, Divorced Not Dead გამოჩნდა და ყველასათვის მოულოდნელად წარსულ ქორწინებაზე გულწრფელად ისაუბრა. მისი აზრით, ის არასდროს იყო მზად ქორწინებისთვის.

ინტერვიუდან გაირკვა, რომ როდესაც ის ბიზნესმენ კრის  სარანდონს შეხვდა, სულ რაღაც 17 წლის იყო, საბოლოოდ მსახიობმა უკან 21 წლიანი ურთიერთობა ჩამოიტოვა, სამაგიეროდ სიუზან ტომალინმა პარტნიორის გვარი დაიტოვა, რომლითაც სამსახიობო კარიერის მწვერვალები დაიპყრო.

„კრისი ჩემი პირველი სექსუალური პარტნიორი იყო, ჩვენ მალე დავქორწინდით, თუმცა ყოველ წელს ვეკითხებოდით ერთმანეთს, გვსურდა თუ არა ურთიერთობის გაგრძელება, მე არასდროს ვიყავი მზად ქორწინებაში სიცოცხლის ბოლომდე ვყოფილიყავი“, – აცხადებს ვარსკვლავი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები