LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანუ რონალდუმ მამობაზე ისაუბრა

55

ვაჟიშვილის გაჩენის შემდეგ 30 წლის სპორტსმენის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. „წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ შეიცვლებოდა ყველაფერი ჩემთვის. ყოველთვის მინდოდა ახალგაზრდა მამა ვყოფილიყავი, ასეც მოხდა. ჩემმა შვილმა ჩემი ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობაც კი შეცვალა. მე ყოველთვის მასთან ერთად ვარ, ის კი – ჩემი ყველაზე დიდი თანადგომაა“- განაცხადა კრიშტიანუმ.

რონალდუ-უმცროსის დედის ვიანობა ამ დრომდე უცნობია. კრიშტიანუ თავს იკავებს იმ ქალის სახელის გამხელისგან, რომელმაც მას შვილი აჩუქა. ფეხბურთელი 5 წლის ბავშვის ერთადერთი მეურვეა.  აღზრდაში კი მას დედა ეხმარება.

20151103_ronaldo3

შეგახსენებთ, რომ სულ მალე „ოქროს ბურთის“ მფლობელის ცხოვრების შესახებ ფილმი გამოვა.

 

https://www.youtube.com/watch?v=33gTb1v3wds

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები