საფეხბურთო კლუბ „Real Madrid“-ის ვარსკვლავი, რიშტიანუ რონალდუ მარტინ სკორსეზეს ფილმში „მანიპულატორი“ მიიღებს მონაწილეობას.
ფილმი იტალიელი მილიონერის, ალესანდრო პროტოს შესახებ იქნება, რომელიც კრისტიან გრეის პროტოტიპი გახდა, ეს უკანასკნელი „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ მთავარი გმირია.
რაც შეეხება რონალდუს, ის ფილმის ეპიზოდურ როლში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ მას უკვე აქვს ბაიოპიკებში მონაწილეობის გამოცდილება – მიმდინარე შემოდგომაზე ეკრანებზე გამოვა დოკუმენტური ფილმი „რონალდუ“, სადაც მაყურებელი ცნობილი სპორტსმენის ცხოვრებიდან ერთ სრულ წელს იხილავს.