Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
წლევანდელ ნუსხაში, რომელიც სპორტიდან და მის ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლების მიხედვით დგება, გამოცემამ 11 მოთამაშე შეიყვანა. პროგნოზის მიხედვით ისინი, საშემოსავლო გადასახადების დაფარვამდე და აგენტების ჰონორარების გასტუმრებამდე, სეზონის ბოლომდე, ჯამში, 995 მილიონ აშშ დოლარს გამოიმუშავებენ.
სიას უკვე მეექვსედ კრიშტიანუ რონალდუ ლიდერობს. მან რეიტინგის სათავეში მოხვედრა 2014, 2015, 2016, 2017, 2021 წლებშიც შეძლო. 38 წლის პორტუგალიელი ფორვარდის შემოსავალი, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგის საფეხბურთო კლუბის „ალ ნასრის“ ღირსებას იცავს, ამჟამად 260 მლნ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ:
- ლიონელ მესი – 135 მლნ დოლარი („ინტერ მაიამი“)
- ნეიმარი – 112 მლნ დოლარი („ალ ჰილალი“)
- კილიან მბაპე– 110 მლნ დოლარი („პარი სენ-ჟერმენი“)
- კარიმ ბენზემა – 106 მლნ დოლარი („ალ იტიჰადი“)
- ერლინგ ჰალანდი – 58 მლნ დოლარი („მანჩესტერ სიტი“)
- მოჰამედ სალაჰი – 53 მლნ დოლარი („ლივერპული“)
- სადიო მანე – 52 მლნ დოლარი („ალ ნასრი“)
- კევინ დე ბრუინი – 39 მლნ დოლარი („მანჩესტერ სიტი“)
- ჰარი კეინი – 36 მლნ დოლარი (მიუნხენის „ბაიერნი“)
- რობერტ ლევანდოვსკი – 34 მლნ დოლარი („ბარსელონა“)