კრიშტიანო რონალდო, ოჯახთან ერთად, ახალი წლის აღსანიშნავად მშობლიურ პორტუგალიაში გაემართა. ჯორჯიანამ ფოტოებისა და ვიდეოების სერია კუნძულ მადეირადან გაავრცელა. წყვილი ფეიერვერკების ფონზე ჩახუტებული დგას.
„დაე ახალი წლის ჯადოსნობამ აავსოს თქვენი დღეები ბედნიერებითა და ჯანმრთელობით. ყველა ოცნება აგსრულებოდეთ. გილოცავთ ახალ, 2024 წელს“, – წერს როდრიგესი, რომელსაც ამ დღეს ელეგანტური შავი კაბა ამშვენებს.
ცნობისთვის, წყვილი კვლავინდებურად საუდის არაბეთში ცხოვრობს.