LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდო სუპერგმირი ხდება: პრინციპში ისედაც არის

107

მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო კომპანია „გრაფიკ ინდიასთან“ (Graphic India) თანამშრომლობას იწყებს.

სტუდია კომიქსებისა და მულტიპლიკაციური ფილმების პროდუსირებითაა დაკავებული. ახალ პროექტს „სტრაიკერ ფორს 7“ (Striker Force 7) ერქმევა და ერთ-ერთი გმირი პორტუგალიელი ფეხბურთელი იქნება.

“ყოველთვის ვიყავი სუპერგმირების ფანი. დარწმუნებული ვარ, ანიმაციური პერსონაჟები და გმირები ისევე აერთიანებენ სხვადსხვა კულტურებსა და ადამიანებს, როგორც ამას ფეხბურთი აკეთებს. მიხარია, რომ შემიძლია ამ პროექტის მეშვეობით გავაერთიანო ჩემი ორი გატაცება – ფეხბურთი და სუპერგმირები – და გავუზიარო ეს ფანებს”, – განაცხადა რონალდომ.

Striker Force 7-ში გაერთიანდება მულტიპლიკაციური პროდუქცია, კომიქსები, თამაშები და სხვა ციფრული შინაარსის მასალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები