LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდო საკუთარი მარკის საცვლების რეკლამაში (ფოტო)

40

კრიშტიანო რონალდომ საკუთარი თეთრეული ხაზის CR7-ის ახალი კოლექცია წარმოადგინა. სარეკლამო კამპანიაში 32 წლის ვარსკვლავი თავად მონაწილეობს. სპორტსმენი მიიჩნევს, რომ მასზე უკეთ საკუთარი ბრენდის ნაწარმს სხვა ვერ წარმოაჩენს.

„ჩემი საყვარელი პრინტი ახალ კოლექციაში არის – შენიღბვა. სწორედ ეს დიზაინი გახდა შთაგონების წყარო სარეკლამო კონცეფციის არჩევის დროს. CR7-ის ახალი კოლექცია საგნებისადმი ჩემს დამოკიდებულებას ასახავს. ვიყენებ ნებისმიერ საშუალებას, რათა ყოველ დღე განწყობაში ფერადოვნება შევიტანო. მკვეთრი საცვლები – ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი იდეაა“, – განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში რონალდო მეოთხე შვილის მამა გახდება, რომელსაც წინა სამის მსგავსად მას არა სუროგატი დედა, არამედ მეგობარი გოგო, ჯორჯინა როდრიგესი გაუჩენს. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები