კრიშტიანო რონალდო პორტუგალიაში საკუთარ სასტუმროებს სამედიცინო კლინიკებად გადააქცევს. ამის შესახებ გაზეთი “მარკა” წერს.
ამასთან, „იუვენტუსის“ ფორვარდი ხელფასს გადაუხდის ექიმებს და მათ თანაშემწეებსაც.
ცნობისთვის, რონალდო ახლა სამშობლოში იმყოფება. ის ტურინში არ დაბრუნდა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ მის თანაგუნდელს დანიელე რუგანის კორონავირუსი აღმოაჩნდა.