ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო მამა მეოთხედ გახდა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სამშობიაროში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფეხბურთელი სამშობიარო ბლოკში თავის შეყვარებულთან, ჯორჯინა როდრიგესთან, ახალშობილ გოგონასთან და უფროს ვაჟთან ერთადაა გადაღებული:
„ახლახანს დაიბადა ალანა მარტინა, ჯო და ალანა თავს კარგად გრძნობენ. ჩვენ უბედნიერესები ვართ“, – წერს რონალდუ.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს მეოთხე შვილია. პირველი ვაჟი 2010 წელს ფეხბურთელს სუროგატმა დედამ გაუჩინა. ამავე წელს სუროგატი დედისგან ფეხბურთელს ტყუპები, ევა და მატეო გაჩნდნენ.
A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on