კრიშტიანო რონალდოს საცოლემ და მისი შვილების დედამ, ჯორიანა როდრიგესმა ინსტაგრამზე დამაინტრიგებელი სთორი გაავრცელა, ეს გახლავთ მოსაწვევი, სადაც მხოლოდ რიცხვი, – „5 მარტი“ და ლოკაცია, – „საუდის არაბეთი“ წერია.
მედიაში აქტიურად წერენ, რომ ეს გახლდათ მათი ქორწილის მოსაწვევი და წყვილმა ბოლოს და ბოლოს ურთიერთობა დააკანონა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, ისინი უკვე მრავალი წელია ერთად ცხოვრობენ და 5 შვილს ზრდიან.
„კიდევ ერთი ოცნება ამიხდა“ – ჯორჯიანა როდრიგესი გურამ გვასალიასთან ერთად პოზირებს