ჯგუფ Coldplay-ს ფრონტმენი კრის მარტინი და გვინეტ პელთროუ ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ. მას შემდეგ მარტინს ანაბელ უოლისთან ჰქონდა რომანი, თუმცა წყვილი ერთმანეთს უკვე დაშორდა და მუსიკოსმა ანაბელს შემცვლელი უკვე უპოვა. კრისის ახალი რჩეული მომღერალი დუა ლიპაა. გოგონა 21 წლისაა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, 19 წლით უფროს კოლეგაზე თავი დაეკარგა.
ფესტივალ „გლასტონბერიზე“ ისინი გრძნობებს არ მალავდნენ და ერთმანეთს სხვების თვალწინ კოცნიდნენ.
ცნობილი ხდება ისიც, რომ მუსიკოსები ახალ ერთობლივ მასალაზეც მუშაობენ, ამის შესახებ დუამ განაცხადა. მისი თქმით, ამ კავშირით მისი ბავშვობის ოცნება ახდა.