60 წლის კრის ჯენერი ამჯერად პარიზის ქუჩებში ბეწვის ქურქსა და უჩვეულოდ მოკლე კაბაში გამოჩნდა. რეალითი-შოუს ვარსკვლავი პარიზის მოდის კვირეულზე, Balmain-ის ჩვენებას დაესწრო, სადაც მოდელის ამპლუაში კენდალ ჯენერი გამოდიოდა. კრისი საპატიო სტუმრების სიაში იყო და შესაბამისად პოდიუმის პირველ რიგებში იჯდა. მას ოქროსფერი მინი-კაბა და ასეთივე ფერის ფეხსაცმელი ეცვა და ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. კაბა ჯენერმა სწორედ Balmain-ის კოლექციიდან შეარჩია, რომლის ღირებულება 2065 ფუნტი სტერლინგია.
მოგვიანებთ კრის ჯენერს კანიე უესტიც შეუერთდა.