კრის ჯენერი დედამიწაზე ხუთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული დის დედაა, თუმცა შვილების მსგავსად ყურადღების ნაკლებობას არც ის განიცდის.
საინტერესოა, რომ საშობაოდ, 63 წლის ვარსკვლავი ოჯახის წევრებმა 15 ათას დოლარიანი ფრანგული ბრენდის, Goyard-ის სამოგზაურო ჩანთით დაასაჩუქრეს, რომელსაც წარწერა ,,უზომოდ მდიდარი” ამშვენებს.
აღსანიშნავია, რომ კადრს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ სატელევიზიო სახე ხარბი და თავმოყვარეა. ამასთან, ერთ-ერთმა კრიტიკოსმა მიმი გამოაქვეყნა, რომელზეც წერია: ,,როცა ჯიბეში 5 დოლარიანი იპოვე”.