LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ჯენერის 2 მლნ დოლარიანი დაბადების დღე (ფოტო)

137

კარდაშიან-ჯენერების ოჯახმა კრის ჯენერის 60 წლის იუბილე იზეიმა, წვეულება კი ძალიან მდიდრული აღმოჩნდა. დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ჯენერს 2 მლნ დოლარი დაუჯდა.

საღამოს მთავარი თემა „დიდი გეთსბი“ იყო. სტუმრებს 20-იანი წლების მოდის მიხედვით შექმნილი სამოსი ეცვათ. თავად კრისმა კი მოკლე თმის პარიკი და თეთრი კაბა მოირგო.

მხიარულებას, რა თქმა უნდა, კრის ჯენერის ქალიშვილების გარეშე არ ჩაუვლია. სხვა სტუმრებთან ერთად წვეულებაზე იყვნენ კენდალ და კაილი ჯენერები, კიმ, კორტნი და ხლოე კარდაშიანები. გოგონები საღამოს დეიზი ბიუკენენის იმიჯით გამოჩნდნენ, თუმცა კორტნი კარდაშიანმა გადაწყვიტა, თავად გეთსბი ყოფილიყო.

20151107_jenner_3 20151107_jenner_1 20151107_jenner_8jpg 20151107_jenner_7 20151107_jenner_6 20151107_jenner_5 20151107_jenner_4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები